Saturday, July 19, 2014

მოდული 8

ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის, ბუკლეტის ჩვენი საქაღალდის ატვირტვა და სხვებისათვის გაზიარება. ასევე Youtube.com -დან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე.

მოდული 7

ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დასრულებაზე, დეტალურად ავღწერეთ პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპი: საბაზისო ცოდნის შემოწმება გამყარება, პროექტის გაცნობა, კვლევის დაწყება, პროექტის დასკვნითი ნაწილი.

მოდული 6

პროექტის შედგენის დროს ყურადღება გავამახვილილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და განვსაზღვრეთ თუ რას გააკეთაბდნენ ჩვენი პროექტის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, არაქართულენოვანი მოსწავლეები და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები.

Saturday, July 12, 2014

მოდული 5

გავეცანი ელექტრონულ წიგნში არსებულ მოსწავლის შეფასების რუბრიკას, მოვარგე ჩემს მოსწავლის ნამუშევარს, შევქმენი ფაილი Ms Word -ში. ჩავსვი ცხრილი სადაც რუბრიკა წარმოადგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენასვეტი) პირველ სტრიქონში არის ქულები გაწერილი 10-ქულიანი სისტემით.

მოდული 4

ბუკლეტის შაბლონი გადმოვწერეთ  ელექტრონული წიგნიდან  შევქმენი მოსწავლის ნამუშევარი, ბუკლეტი Ms Word -ის პროგრამაში და პრეზენტაცია PowerPoint -ში. მოსწავლის ნამუშევრის შექმნის დროს გავითვალისწინე საკვანძო კითხვები, შევეცადე თანაბრად გამეთვალისწინებინა ესგ-ს როგორც ისტორიის ასევე მათემატიკის სტანდარტი. ჩავსვით სურათები, ექსელის დიაგრამები და გაკვეთილის ბოლოს გადავაგზავნეთ ტრენერის ელ. ფოსტაზე

იხილეთ მოსწავლის ნამუშევარი