Saturday, July 19, 2014

მოდული 8

ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის, ბუკლეტის ჩვენი საქაღალდის ატვირტვა და სხვებისათვის გაზიარება. ასევე Youtube.com -დან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე.

მოდული 7

ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დასრულებაზე, დეტალურად ავღწერეთ პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპი: საბაზისო ცოდნის შემოწმება გამყარება, პროექტის გაცნობა, კვლევის დაწყება, პროექტის დასკვნითი ნაწილი.

მოდული 6

პროექტის შედგენის დროს ყურადღება გავამახვილილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და განვსაზღვრეთ თუ რას გააკეთაბდნენ ჩვენი პროექტის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, არაქართულენოვანი მოსწავლეები და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები.

Saturday, July 12, 2014

მოდული 5

გავეცანი ელექტრონულ წიგნში არსებულ მოსწავლის შეფასების რუბრიკას, მოვარგე ჩემს მოსწავლის ნამუშევარს, შევქმენი ფაილი Ms Word -ში. ჩავსვი ცხრილი სადაც რუბრიკა წარმოადგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენასვეტი) პირველ სტრიქონში არის ქულები გაწერილი 10-ქულიანი სისტემით.

მოდული 4

ბუკლეტის შაბლონი გადმოვწერეთ  ელექტრონული წიგნიდან  შევქმენი მოსწავლის ნამუშევარი, ბუკლეტი Ms Word -ის პროგრამაში და პრეზენტაცია PowerPoint -ში. მოსწავლის ნამუშევრის შექმნის დროს გავითვალისწინე საკვანძო კითხვები, შევეცადე თანაბრად გამეთვალისწინებინა ესგ-ს როგორც ისტორიის ასევე მათემატიკის სტანდარტი. ჩავსვით სურათები, ექსელის დიაგრამები და გაკვეთილის ბოლოს გადავაგზავნეთ ტრენერის ელ. ფოსტაზე

იხილეთ მოსწავლის ნამუშევარი

მოდული 3

შევქმენით ჩვენი ბლოგი, ვისწავლეთ მისი რედაქტირება, მენიუს ზოლის ჩამატება, დიზაინის შეცვლა, პოსტების გამოქვეყნება, გამოქვეყნებული პოსტის რედაქტირება. ბლოგის დათვალიერება სტუმრის სტატუსით.
ელექტრონული წიგნიდან გადმოვწერეთ ფაილი „საავტორო უფლების ქაოსი“  და მისი სშუალებით გავეცანით თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. გადმოვწერეთ სამი ფაილი:  გამოყენებული ლიტერატურა, MLA და APA.

Sunday, July 6, 2014

მოდული 2

საგნის სტანდარტი გადმოვწერეთ განათლების  სამინისტროს საიტიდან, პროექტის გეგმის მონახაზი გავაკეთეთ, ჩამოვაყალიბეთ პროექტის შინაარსი, მივუთითეთ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შესაბამისი პუნქტები გადმოვაკოპირეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან და 21-საუკუნის უნარჩვევებიდან. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. პროექტის პრეზენტაცია შევქმენით პროგრამა PowerPoint-ში. ვისწავლეთ ჩენი საქაღალდის გადატანა ინტერნეტში ჩვენი ელექტრონული მისამართის დრაივზე.

მოდული 1

გავცვალეთ ელ. ფოსტის მისამართები,  მყარ დისკზეშე ვქმენით ჩვენი საქაღალდე, რომელშიც კიდევ ექვსი საქაღალდე მოვათავსეთ: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები აუდიო ვიდეო და შეფასება. საურათები აუდიო ვიდეოს საქაღალდეში კიდევ ერთი ქვესაქაღალდე საავტორო უფლებები.
გავეცანით ელექტრონულ წიგნს საიტზე: http://tpdc.ge/essentials , „პირველი მოდულიდან“ გადმოვწერეთ დოკუმენტები და შევინახეთ შესაბამის საქაღალდეებში.

ელექტრონული წიგნიდან გადმოვწერეთ ბუკლეტის შაბლონი, შევადგინეთ პროექტებზე მუშაობის ბუკლეტი, გამოვიყენეტ ინტერნეტიდან წინასწარ გადმოწერილი სურათები რომლებიც შენახული გვქონდა სირათების საქაღალდეში. ბუკლეტში ყურადღება გავამახვილეთ 21- საუკუნის უნარჩვევებზე, ესგ-სთან კავშირზე და პროექტების მნიშვნელობაზე